logo
ENG



დღეიდან დიდ ბრიტანეთში ბიზნესის ნაწილი იხსნება

04 ივლ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

დიდ ბრიტანეთში დღეიდან ბიზნესის ნაწილი იხსნება. ინგლისში მუშაობას ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და კინოთეატრები აღადგენენ. ასევე იხსნება სალოცავი ადგილები და ნებადართული ხდება საქორწინო ცერემონიები, რომლებსაც შესაძლოა 30-მდე სტუმარი დაესწროს.

კარანტინის ზომების შემსუბუქებამდე ერთ-ერთ ბარს პრინცი უილიამიც ესტუმრა. პარალელურად, ოფიციალურმა ლონდონმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, საიდანაც ბრიტანეთში დაბრუნებულებს 10 ივლისიდან 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, შეერთებული შტატები, ჩინეთი, პორტუგალია და შვედეთიცაა


close დახურვა