logo
ENG



დღეიდან დიღომში, გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

02 აგვ 202411:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/ocl0zsspy3hnyai.jpg

2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება"- ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა