logo
ENG



დღეიდან მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებზე ვეღარ შეხვალთ

01 დეკ 202108:53
3 წუთის საკითხავი
clock 5671
2021/12/01/e4juvjjzn2dau3e.jpg

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან გარკვეულ ობიექტებზე მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ. 

ადგილები, სადაც მწვანე სტატუსის წარდგენის შემთხვევაში შეხვალთ:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები,  - ღია და დახურული სივრცეები,
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

მწვანე სტატუსი ენიჭებათ მოქალაქეებს, ვინც:

  • აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;
  • წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;
  • გადაიტანა კოვიდინფექცია.

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.


close დახურვა