logo
ENG



დღეიდან პენსიის აღების რიცხვს თავად მოქალაქე აირჩევს

01 სექ 202009:23
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაირიცხება. პენსიის აღების რიცხვს თავად მოქალაქე აირჩევს.

ცვლილებას ლიბერთი ბანკში პანდემიით ხსნიან. მათი განმარტებით, სიახლე ბანკებში, პენსიის აღების დღეს მოქალაქეების რიცხვს შეამცირებს.   

"ლიბერთი ბანკის ინიციატივით, მთავრობასთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან განსხვავებული მეთოდით მოხდეს პენსიების დარიგება. კერძოდ, 14 რიცხვის ნაცვლად, უკვე პირველივე რიცხვიდან, შემდგომ 2 კვირაზე განაწილებით მოხდება საპენსიო გასაცემლების დარიგება. აღნიშნული ინიციატივა ეხება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს. რაც შეეხება უშუალოდ ინფორმაციიის მიღებას, თუ ვინ, როდის შეძლებს პენსიის აღებას, ეს შესაძლებელია myliberti.ge-ს ვებ-გვერდზე, ასევე ჩვენს სერვისცენტრებში, ბანკომატებში და ჩვენს ცხელ ხაზზე", - აცხადებს "ლიბერთი" ბანკის წარმომადგენელი.


close დახურვა