logo
ENG



დღეიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება

01 დეკ 202109:01
3 წუთის საკითხავი
clock 896
2021/12/01/crtv3ooh6ha5y5b.jpg

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.

"რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.


close დახურვა