დღეიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლიათ, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:
- ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში.
- წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით.
- წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/.