logo
ENG



დღეიდან საქართველოს შვიდ ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება

09 ნოე 202009:31
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/zzso5kn06ubk5vj.jpg

დღეიდან საქართველოს 7 დიდი ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილება 7 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება: 

- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

- ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

-22:00 საათის შემდეგ იმუშავებს სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები;

შეზღუდვის დამრღვევი ფიზიკური პირი 2000 ლარით, ხოლო იურიდიული - 10 000 ლარით დაჯარიმდება.


close დახურვა