logo
ENG



დღეიდან საქართველოში შემოსვლის წესები იცვლება

01 თებ 202110:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/2a5hij4n0lzyx6j.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის წესები იცვლება. კერძოდ, საჰაერო გზით ჩამოსვლისას საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება შეეძლება, რომ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდეს, ან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით კიდევ ერთი PCR ტესტი გაიკეთოს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო არ იქნება. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თან არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, მას 12-ის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს.

უცხო ქვეყნის ვიზიტორს კი, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით უპრობლემოდ შეეძლება საქართველოში შემოსვლა.

არავაქცინირებულ ვიზიტორებს, მათ შორის ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ექნებათ შესაძლებლობა, ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ქვეყანაში. ასევე, ვალდებულები იქნებიან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი. 


close დახურვა