logo
ENG



დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 სექ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock 450

ლუგარის ლაბორატორიის დროებითი დირექტორი, თამარ გაბუნია მოსახლეობას სეზონური ვირუსების შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს საფრთხის შემცირებას სხვა ვირუსებთან დაკავშირებით. სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის,  200 ათასი დოზა შესაბამისი პრეპარატი უკვე შემოტანილია ქვეყანაში და დღეიდან 6-თვიდან ზემოთ ასაკის მოქალაქეებს იმუნიზაციის ცენტრებში შეეძლებათ, რომ აიცრან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რისკ ჯგუფებს.


close დახურვა