logo
ENG



დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

01 ივლ 202411:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/01/hutjhwcwjinmvvy.jpg

დღეიდან, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა უქმდება. მისი შეცვლა 15 მარტის შემდეგ იუსტიციის სახლებში უფასოდ შეიძლება.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა დაახლოებით 230 ათას მოქალაქეს ჰქონდა, თუმცა რამდენმა ადამიანმა შეცვალა იგი ID ბარათით, უცნობია.

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

2023 წლის დეკემბერში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილარომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.

 

 

 


close დახურვა