დღეიდან ქობულეთის 4 სოფელში გამკაცრებული შეზღუდვები მოიხსნება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ახალი შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღეა არ გამოვლენილა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში კოვიდ-19-ის 32 შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი 12 აპრილიდან მოქმედებდა. დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება გაცემული რეკომენდაციების დაცვა.