უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
კერძოდ, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან:
1) თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. თუმცა ამ სამ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა კვლავ აკრძალულია;
2) ზუგდიდში, გორში, თელავში, ბათუმსა და ფოთში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. ამასთან, აღდგება სწავლება სკოლებში;
3) აჭარაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, კვების ობიექტებს ღია სივრცეეში სტუმრების მიღება შეეძლებათ;
4) იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე;
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება. 1-ლი თებერვლიდან იგეგმება სკოლებში სწავლების განახლება.
15 თებერვლიდან ყველა ქალაქში იგეგმება ღია და დახურული ტიპის ბაზრობების გახსნა.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ. შეზღუდულია საქალაქთაშორისო გადაადგილება.