logo
ENG



დღეს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

07 სექ 202316:02
3 წუთის საკითხავი
 
დღეს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრებს. 

ზურაბიშვილი ქვეყანაში დღეს დაბრუნდა. ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

ამასთან, ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

 

 

close დახურვა