logo
ENG



დღეს, 21 საათზე დინამო თბილისი ალბანურ ტირანას უმასპინძლებს

19 აგვ 202011:58
3 წუთის საკითხავი
clock 437

დღეს დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს ალბანურ ტირანასთან ჩაატარებს. მატჩისწინა პრესკონფერენცია ორივე გუნდმა დინამო არენას მედიადარბაზში გამართა..

სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ეგბომ ორივე გუნდის შანსები თანაბრად შეაფასა. დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ალბანურ ტირანასთან ჩემპიონთა ლიგის მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში საბრძოლო განწყობაა და მეტოქის დასამრცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.

დინამო თბილისი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ ტირანასთან დღეს გამართავს. შეხვედრა უმაყურებლებოდ ჩაივლის. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

close დახურვა