logo
ENG



დღეს, 23 იანვარს, 15:00 საათზე ბიზნესის წარმომადგენლები შეზღუდვებს გააპროტესტებენ

23 იან 202112:31
3 წუთის საკითხავი
 
Formula/Vakho Kareli

დღეს, 23 იანვარს, 15:00 საათზე ბიზნესის წარმომადგენლები შეზღუდვებს გააპროტესტებენ. 

"​მოკლული, ლიკვიდირებული ბიზნესი". - ასე აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ლ თებერვლამდე არ აღდგება, ხოლო კაფე-რესტორნების აღდგენაზე ხელისუფლება საერთოდ არ ლაპარაკობს. 

ხვალ, 24 იანვარს ისინი ასევე გამართავენ შეხვედრას და სამომავლო გეგმებზე განიხილავენ. ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქების გადახედვას მოითხოვენ. 

მათი თქმით, ასობით ათასი ადამიანი უკვე დარჩა სამსახურის გარეშე. ბიზნესობიექტები ვერ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, ვინაიდან ამისი ფინანსური რესურსი არ ექნებათ. 

"თუ ჩვენ დამოკიდებულები ვართ ეპიდემიოლოგებზე, მაშინ მათ მართონ სახელმწიფო და ბიზნესს გვეცოდინება, რა მიმართულებით წავიდეთ. არასწორია, როცა ქვეყანას ყავს მმართველი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, მათი ვალდებულებაა, ყველას მოუსმინონ". - ამბობს ივა ჭყონია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით აქცია ასევე გაიმართება ორშაბათს, 25 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. 

მანამდე, 24 იანვარს, იმავე მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

საპროტესტო აქციას ასევე გამართავენ მშობლები და ლილოს ბაზრობის თანამშრომლები.  

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რას ეხება შემსუბუქება, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა