logo
ENG



დღეს, 25 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

25 ივნ 202109:32
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს, 25 ივნისს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. 

მოხსენებაში ოთხ ძირითად მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

ოპოზიციის შეფასებით, პრემიერის ანგარიში რეალობას არ შეესაბამება. ისინი პრემიერის მიმართ სხვადასხვა პრობლემაზე მწვავე კითხვების დასმას აპირებენ.

"რა თქმა უნდა, გვექნება ბევრი კითხვა. კითხვები იქნება მწვავე და კონკრეტული. შეეხება იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. მთავარი კითხვა უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში". - ამბობს ენმ-ის წევრი, გიორგი ბოტკოველი. 

"ჩემი კითხვები შეეხება პანდემიის მართვას, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქამდე გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რა კეთდება მის გადასარჩენად, არ არსებობს". - ამბობს ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი. 

ქართული ოცნება კი ირაკლი ღარიბაშვილისგან შთამბეჭდავ ანგარიშს ელოდება. 

"დღეს იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია. როგორ გაართვა თავი ქვეყანამ პანდემიის დაძლევას, ასევე იმ ეკონომიკურ ფაქტორებს, რასაც ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში შეინიშნება ეკონომიკის ზრდა". - თქვა მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ

"ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი ანგარიშია და პრემიერი წარმოადგენს ძალიან საინტერესო საკვანძო საკითხებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ ასევე ნახავთ, რომ ძალიან საინტერესო, ამავდროულად, ბევრი სიახლე არის, რომელიც გააძლიერებს და იმ გამოწვევებზე უპასუხებს, რომელიც აქვს ქვეყანას". - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

პრემიერის მოსმენა პარლამენტში დაახლოებით 14:30 საათზე დაიწყება. 


close დახურვა