დღეს გახდება ცნობილი რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე ნათია მერაბიშვილი "სირცხვილიას" აქტივისტებს.
საუბარია ნოდარ რუხაძეზე, რომეო ფარულავასა და გიორგი შოთაძეზე. 31დეკემებერს დაკავებული ოთხი პირის საქმის წარმოება უკვე შეწყდა, ერთს კი სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
"31 დეკემბერს დაკავებული პირებიდან არის დარჩენილი 3 პირის საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოცხადდება გადაწყვეტილება. ამ სამი პირის საქმეზეც მტკიცებულებები არის იგივე - პოლიციელის ჩვენება. არის ვიდეოები, რომელიც გამორიცხავს ამ ადამიანების მიერ სამართალდარღვევის ფაქტს“, - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
"სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე სამართლიან განაჩენს მიიღებს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, იმასთან დაკავშირებით რასაც გვედავებიან თითქოს ვიგინებოდით და მათ მონებს ვეძახდით. ამის მთკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად მაქვს იმის იმედი, რომ მოსამართლე ერთხელ მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას", - აღნიშნა რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სირცხვილიას" აქტივისტები პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც აქტივისტებსა და პოლიციის შორის დაპირისპირება მოხდა.