„გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან.
ოქრუაშვილის ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, პოლიტპატიმრები არიან.
"სააზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ე.წ. გავრილოვის პატიმრები პოლიტპატიმრები არიან. მათ არ განუხორციელებიათ დანაშაულებრივი ქმედება, მით უმეტეს ირაკლის, რომელიც უბრალოდ აქციაზე იდგა და არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ განუხორციელებია", - აღნიშნა იაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.
შეგახსენებთ , რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს და მას 20-21 ივნისის ღამეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში სდებენ ბრალს. პარალელურად კი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად ევროპარლამენტარები მოიხსენიებენ.