logo
ENG



დღეს მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

29 აპრ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/t46mcxixogsik39.jpg

დღეს მარიუპოლში, ალყაში მოქცეული აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია იგეგმება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ვარაუდობენ, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლის აღმოსავლეთ გარეუბანშია ჩარჩენილი, რომელიც ოთხშაბათს ღამით რუსული ავიაციის მიერ ძლიერად დაიბომბა.

ხუთშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა პუტინს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ მოუწოდა. გუტიერეშის თქმით, პუტინი “პრინციპში” დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.

გუტიერეში აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტენსიური დისკუსიები გამართა იმისთვის, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია რეალურად განხორციელდეს.

სამშაბათს, გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ხუთშაბათს კი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას.


close დახურვა