სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მცხეთის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მთელი დღის მანძილზე გადაადგილება აიკრძალლება მერაბ კოსტავას, მირიან მეფისა და მიხეილ მამულაშვილის ქუჩაზე. შეზღუდვა 15 ოქტომბერს, დღესასწაულის დასრულების შემდეგ მოიხსნება.
14 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს შეასრულებს. პირველი მატარებელი 11 საათზე, თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა. ხოლო ბოლო რეისი მცხეთიდან თბილისის მიმართულებით 22 საათსა და 50 წუთზე შესრულდება.