logo
ENG



დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია არ გაიმართება

13 ივლ 202114:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/13/ni61su9pa4uept0.jpg

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია არ გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო პანაშვიდს შეუერთდებიან.

"ერთად გავაცილოთ ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე! გამოსვენება დღეს, 13 ივლისს, 15:00 საათზე, პლატონ იოსელიანის ქ. 37. (ხილიანზე)" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

5 ივლისის აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ის ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.


close დახურვა