ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს დღეს ეწვევა.
ის მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კრემლის მიერ სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იქნება.
დერეკ შოლე 17-18 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში იყო, საქართველოს შემდეგ კი, 20 მაისს ლონდონში გაემგზავრება