logo
ENG



დღეს ღამის 00:00 საათიდან მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და რკინიგზის მიმოსვლა იზღუდება

23 მარ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ღამის 00:00 საათიდან მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და რკინიგზის გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულზე საუბარია მთავრობის მიერ გამოცემულ 181-ე დადგენილებაზე, რომელშიც განსაზღვრულია ყველა ის რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში მოქმედებს. გარდა ამისა დადგენილებაში საუბარია, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლაზე. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


close დახურვა