logo
ENG



დღეს ყველას უნდა დაბრუნება და ვერ ხერხდება - ქართველი ემიგრანტი ლარნაკადან

10 აპრ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

ლარნაკადან საქართველოს 180 მოქალაქე ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.  ჩარტერული რეისი თბილისში 14:30-ზე დაეშვება. როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი ბაჩი გორდელაძე „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, ეპიდემიის დროს ქვეყნიდან შორს ყოფნა უფრო მეტად რთულდება, რადგან ემიგრანტების დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე რჩება და ქვეყანაში  დაბრუნების ფინანსური საშუალებაც აღარ აქვთ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ემიგრანტების დასაბრუნებლად ერთი რეისი საკმარისი არ არის, რადგან ქალაქში მცხოვრებ 180 ქართველზე ბევრად მეტს აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი.

„მარტო მოვფრინავ. ბილეთის ფასი იყო 198 ევრო. შესაბამისად, არც ვცდილობ რაიმე წყაროდან მოვიძიო ინფორმაცია. სრულად ვემორჩილები არსებულ პროტოკოლს და ნაკლებად მნიშვნელოვანია კარანტინში სად ვიქნები. 180 ადამიანი ბორტზე არ არის პანაცეა ერთი კონკრეტული ქალაქისთვის, სადაც 180 კი არა, შეიძლება 1 800 ქართველი ცხოვრობს, რომელთაც თავის დროზე მოუწიათ წამოსვლა რიგი მიზეზების გამო, შესაბამისად, დღეს ყველას უნდა დაბრუნება და ვერ ხერხდება“, - აცხადებს ემიგრანტი.

ლარნაკადან თბილისის მიმართულებით დაბრუნების მსურველებმა, კი ბილეთის შესაძენად 198 ევრო გადაიხადეს.  ჩამოსვლისთანავე  მათ საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ. თბილისის მიმართულებით სპეცრეისებს Georgian Airwaysი 27 აპრილამდე განახორციელებს.

 


close დახურვა