logo
ENG



დღეს ხელისუფლება ანტიამერიკული და ანტიქართულია - ექსპერტები სენატორების კრიტიკაზა

30 იან 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს ხელისუფლება არის ანტიამერიკული და ანტიქართული",- ასე აფასებენ ექსპერტები ამერიკელი სენატორების მწვავე კრიტიკას.

მათი თქმით, დასავლეთიდან ყოველდღიურად ისმის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

"ქართული ოცნებისთვის" ესაა კატასტროფული შინაარსის წერილი, რითაც საბოლოოდ დიაგნოზი დაესვა მათ მოღვაწეობას. ეს ის ადამიანები არიან, ვინც დიდი ხანია მხარს გვიჭერენ და ჩვენი უსაფრთხოებისთვის არაერთი ნაბიჯი აქვთ გადადგმული. როცა მათი თქმით, ასე გაგრძელების შემთხვევაში მათ მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა, ეს უკვე დიაგნოზია. დღეს ხელისუფლება არის ანტიამერიკული და ანტიქართული", - აცხადებს ბათუ ქუთელია. 

კიდევ ერთი ექსპერტის დავით სიხარულიძის თქმით, დროა პარლამენტი ხალხის ნების მატარებელი გახდეს და შესაბამისად ცვლილებები აუცილებელია.

"ამერიკელი მეგობრების შეშფოთება გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს პირველ რიგში საზიანოა საქართველოსთვის. ეს არის სერიოზული გზავნილი. მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო გონს მოეგოს და შექმნას ისეთი ვითარება, როცა არჩევნების შემდეგ პარალამენტი ასახავს ქართველი ხალხის ნებას", - განმარტავს სიხარულიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.


close დახურვა