ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღიურ რეჟიმში საქართველოში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდება.
"კვლავ მნიშვნელოვანია, რომ ექიმის მხრიდან მოხდეს დეტალური ანამნეზის შეგროვება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პაციენტზე, ის მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც დღემდე ვიყენებთ. მაგრამ განვიხილავთ იმ საკითხს, რომ ვინაიდან კოვიდის ინფექციის დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენის და ასევე მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტესტის სახეობა ეფექტურად იქნას გამოყენებული. არ მივიჩნევთ ხარვეზად, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი. დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი pcr ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება მეტად უფრო გაფართოებული ეს ტესტირებები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.