რა გარიგებები მიმდინარეობს სასამართლო კორპუსში იმისთვის, რომ ე.წ. კლანის ფავორიტმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. მერაბ ტურავა ჭორაობას და პლენუმზე ზეწოლად აფასებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გავლენიანი დაჯგუფება სწორედ მის დაწინაურებაზე მუშაობს და ამით კლანი სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაშიც პოზიციებს საბოლოოდ იმყარებს.
„ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მანანა კობახიძის მხარდაჭერა ე.წ. კლანმა ძმის, თედო კობახიძის უზენაეს სასამართლოში დანიშვნის სანაცვლოდ მიიღო. თედო კობახიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადიც ჰქონდა შეტანილი.
სამოქალაქო სექტორში სწორედ ამ ინტერესების თანხვედრით ხსნიან იმას, რომ მანანა კობახიძე მურუსიძე-ჩინჩალაძის მიმართ გამორჩეული კრიტიკული პოზიციებით აღარ პოზიციონირებს.