logo
ENG



ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, პარლამენტთან აქცია კი გრძელდება

09 ნოე 202022:00
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/5isu4gbs3r3siac.jpg

22:00 საათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამის მიუხედავად, პარლამენტის წინ სირცხვილიას დაუმორჩლებლობის აქციაზე გრძელდება.

აქციაზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდაცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა. 

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


close დახურვა