logo
ENG



ე.წ. კორტების ტერიტორია ტენდერზე გავა

19 თებ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა დააანონსა ე.წ. კორტების ტერიტორიის ტენდერზე გატანა, რათა იქ სპორტული კომპლექსი განთავსდეს. კახა კალაძემ ისაუბრა ნარჩენების მართვის შესახებაც და განაცხადა, რომ ქალაქში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება სეპარირების კუთხით.

„მოსახლეობის მხრიდან იყო უკმაყოფილება, რომ მოგვეხერხებინა და კორტები დაბრუნებოდა ქალაქს. ჩვენ გვინდა გავყიდოთ ეს ტერიტორია, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, მოვაწყოთ ტენდერი და მივუთითოთ, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ოთხი კორტი, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი. მინდა შევეხო ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებას -  მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაწყებული, ესაა სეპარირება და მიწისქვეშა ურნები. ოპოზიცია ვერ გაერკვა, რა ხდება, მაგრამ როცა პროექტი დასრულდება, მივიყვანთ ადგილზე და ვანახებთ, რა გაკეთდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის" - აცხადებს კახა კალაძე.


close დახურვა