ლევან მუსურიძემ იუსტიციის საბჭოში - მას მხარი 267-მა მოსამართლემ დაუჭირა. მურუსიძესთან ერთად იუსტიციის საბჭოში მეორე ვადით დააბრუნეს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილიც. ორივე მათგანი ე.წ. კლანის გავლენიან წევრად და ქართული ოცნების დასაყრდენებად მოიაზრება, ორივე მათგანის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, სახელს უკავშირდება გადაწყვეტილებები, რომელმაც სასამართლოში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას შეუწყო ხელი, შესაბამისად მათი სცენაზე კვლავ შემობრუნება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის დადასტურება, რომ ქართული ოცნება კონტროლის ბერკეტის დათმობას არ აპირებს, შესაბამისად, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარს ამბობს.