logo
ENG



ე.წ. ოქროს ბირჟა 2 კვირით დაიკეტა

05 ოქტ 202019:12
3 წუთის საკითხავი
 
n69ywpwc2tw70hs.jpg

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ. ოქროს ბირჟა 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო. 

როგორც მან ფორმულას განუცხადა, ბირჟის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული და დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება. 

"იმუნოლოგებთან გავიარეთ კონსულტაცია და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბირჟა ორი კვირით დაგვეკეტა. ყველა თანამშრომელი გადავა თვითიზოლაციაში", - ამბობს ეთერ ყიფიანი. 

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადგინდა

 


close დახურვა