logo
ENG



ე.წ სუპერ სამშაბათი - ტრამპმა ჰეილი 15-დან 14 შტატში დაამარცხა

06 მარ 202414:25
3 წუთის საკითხავი
 
Chip Somodevilla/Getty Images

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ სუპერ სამშაბათს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერიზში ამ დროის მონაცემებით დონალდ ტრამპმა 15 შტატიდან 14-ში კონკურენტი, ნიკი ჰეილი დაამარცხა.

ჰეილიმ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში შეძლო.

ტრამპმა გაიმარჯვა: ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კალიფორნიაში, კოლორადოში, მეინიში, მასაჩუსეტში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასში, იუტასა და ვირჯინიაში.

რაც შეეხება ბაიდენს, მან გამარჯვება მოიპოვა 15-ვე შტატში, თუმცა დამარცხდა ამერიკულ სამოაში.

ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე უკვე დასრულებულია. 15-ვე შტატში ხმების უმეტესობა დათვლილია.

აშშ-ში სუპერ სამშბათი შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს ალაბამას, ალასკის, არკანზასის, კალიფორნიის, კოლორადოს, მეინის, მასაჩუესტსის, მინესოტის, ჩრდილოეთ კარონილის, ოკლჰომოსის, ტეხასის, ტენესის, ვერმონტისა და ვირჯინიის შტატებში. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ალასკაში არ ტარდება.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის ერთადერთი მეტოქე გაერო-ში ყოფილი ელჩი, სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილია. ნიკი ჰეილს ამჟამად ერთადერთი გამარჯვება აქვს - აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ პრაიმერიზში, რომელიც კვირას, 3 მარტს შედგა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. 


close დახურვა