ჩვენ ვხედავთ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. მაგრამ, თუ გნებავთ, უფრო მეტი იცოდეთ საქართველოში სიტუაციის შესახებ, და ეს ჩვენი აზრია, ამ თვის ბოლოს, შემდეგ სესიაზე სტრასბურგში, თანამომხსენებლები წარმოადგენენ ახალ ანგარიშს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. ეს დოკუმენტი განხილული იქნება და მივიღებთ მორიგ რეზოლუციას.
მონიტორინგის კომიტეტში სამუშაოები და დისკუსიები საჯარო არ არის, ამიტომ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ.
მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე ვისურვებდი ქართული დელეგაციის ჩამოსვლას საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვჭირდება, საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ ევროსაბჭოში. ასე რომ, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ხელისუფლებასთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან, რომ ვიპოვოთ ამ ჩიხიდან გამოსვლის გზა.
