logo
ENG



ევროდეპუტატები: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს

09 მარ 202118:29
3 წუთის საკითხავი
 
ევროდეპუტატები: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს

ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 

"ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში.

ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა