logo
ENG



ევროდეპუტატი: შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს

11 მარ 202008:24
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას ელოდებიან. ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში საარჩევნო სისტემის გარდა, სასამართლო სისტემა და მოსამართლეების კომპეტენტური შერჩევაც იქნება. მისი შეფასებით ვენეციის კომისიისა და "ეუთოს" რეკომენდაციების გათვალისწინება, დემოკრატიის გზაზე გადადგმულ სწორ ნაბიჯია.    

"მიღწეული  შეთანხმების შესრულება გადამწყვეტია. მოხარული ვარ რომ ხანგძლივი დებატებისა და პოლარიზაციის შემდეგ, პოლიტიკური კლასის შიგნით გადაწყვეტილება მიღებულია. ჩემი შეფასებით და გერმანიის გამოცდილების გათვალისწინებთ, ეს ძალიან კარგი შეთანხმებაა. ვიმედოვნებ, რომ მისი პირობების განხორციელება უახლოეს მომავალი მოხდება. რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ახალ საარჩევნო სისტემას. კიდევ ერთ საკითხი, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, არის სასამართლო სისტემა და მოსამართლეების კომპეტენტური  შერჩევა. ეს არის ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს რეკომენდაციების ნაწილი, რომელთა მიღებასაც ჩვენ განვიხილავთ როგორც დემოკრატიის გზაზე გადადგმულ სწორ ნაბიჯს. საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ყოფნა, ამ შეთანხმების მიღწევის შედეგად საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე",-აღნიშნა კრამონმა


close დახურვა