ევროვიზიის კონკურსი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, მომავალ წელს ჩატარდება და მისი მასპინძელი კვლავ ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი იქნება. წელს ევროვიზია სწორედ ამ ქალაქში უნდა გამართულიყო.
კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს წლევანდელი საკონკურსო სიმღერების წარდგენის უფლება აღარ ექნებათ. გაუქმების მიუხედავად, როტერდამში ევროვიზიის ორგანიზატორებმა სიმბოლური შოუ გამართეს, რომელიც 45 ქვეყნის ტელეეთერში უჩვენეს.