logo
ENG



ევროკავშირი - მოლდოვამ არჩევანი გააკეთა

21 ოქტ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის მიუხედავად, მოლდოვამ ევროკავშირი აირჩია, რეფერენდუმი დასავლური გზის სასარგებლოდ დასრულდა. უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციაში ცვლილებებს რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით? - ხალხის უმრავლესობამ ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა.

რეფერენდუმთან ერთად მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერია, 42% დააგროვა და პირველ ადგილზეა. წინ არის მეორე ტური, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ევროპული კურსის გასაძლიერებლად მაია სანდუს მეორედ არჩევაა საჭირო.


close დახურვა