დღეს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-10 პაკეტის დაწესებას აპირებს.
"დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად შემოვიტანთ დამატებით ფასებს რუსეთის ნავთობპროდუქტებზე და 24 თებერვლისთვის, შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს." - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
Dear @ZelenskyyUa, while Ukrainians are fighting to defend our common values, we support your economic security.
To date, our EU support amounts to €50 billion.
We are with you on this for the long haul. https://t.co/tA0cpqjkJG
AFP-ის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკის "კოროზიას" გამოიწვევს და "აბრუნებს თაობით უკან". მისი შეფასებით, ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კამპანია "ცოტათი შენელდა" და მისი დაჩქარებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი.
Your determination to forge ahead on your European path is amazing.
You are taking notable steps forward to meet our recommendations, while at the same time fighting an invasion.
We will continue to support your efforts on making further progress. pic.twitter.com/3ulNAuzLCG