logo
ENG



ევროკავშირი მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის რეფორმაზე შეთანხმდა

20 დეკ 202314:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/20/vz7gvs77ezh5lhr.jpeg

ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის ახალ წესებზე შეთანხმდნენ.

კერძოდ, შეთანხმება შედგა ხუთი რეგულაციის ძირითად პოლიტიკურ დეტალებზე, რომლის შედეგადაც მოხდება თავშესაფრისა და მიგრაციის საკანონმდებლო ბაზის საფუძვლიანი გადახედვა.

"ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. გაერთიანების მოქალაქეებს სურთ, რომ მათი მთავრობები გაუმკლავდნენ მიგრაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და სწორედ ამიტომაც, დღეს ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ეს რეფორმა "ფაზლის" უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირი ასევე მიმართულია დაძლიოს მიგრაციის წარმოშობის მიზეზები და მისგან გამოწვეული კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა.

ხუთი კანონი, რომელზეც ევროკავშირი შეთანხმდა ეხება თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის ყველა ეტაპს: არალეგალური მიგრანტების სკრინინგიდან ევროკავშირში ჩასვლისას, მათი ბიომეტრიული მონაცემების აღებას. ასევე გადაიხედება თავშესაფრის განცხადების მიღებისა და განხილვის პროცედურები და წესები, რომლებიც განსაზღვრავენ, რომელი სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი თავშესაფრის მოთხოვნისა და მიდი აპლიკაციის განხილვაზე. გაღრმავდება წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობასა, სოლიდარობა და კომუნიკაცია კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად.

ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დროებითი შეთანხმების შემდეგ, მუშაობა ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება უახლოეს კვირებში ახალი რეგულაციების დეტალების გასაგებად.


close დახურვა