დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთმა გაავრცელა, რომელიც ბლოკს თავმჯდომარეობს.
"დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაეინი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები აგრესორ სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს.
"[სანქციები] კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინის საომარ მანქანას ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც ასევე მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერი სუბიექტების დასანქცირებასაც", - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი.