დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპე კოფოდის განცხადებით ევროკავშირი უკვე სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს.
ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თებერვლის ბოლოს დაიწყო.
გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს განუცხადა, რომ სანქციების მეხუთე პაკეტი უკანასკნელი არ იქნებოდა. ფონ დერ ლაიენის თქმით, შემდეგი სამიზნე რუსეთის ნავთობი და გაზი იქნება.
- გაეცანით რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტს.