logo
ENG



ევროკავშირი უკრაინას 17.4 მილიონ ევროს გამოუყოფს

20 თებ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/m9ybvsi6a2q1dcj.png

ევროკავშირი უკრაინას 17.4 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ქვეყნის ციფრულ ცვლილებებს მოხმარდება. ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ავრცელებს.

"ევროკავშირი დაეხმარება უკრაინას დანერგოს ეფექტური და ხელმისაწვდომი სახელმწიფო მომსახურება, ასევე გაამარტივოს და დააჩქაროს ომზე შესულ შეტყობინებებზე პასუხი. პროექტ "ციფრული ტრანსფორმაცია უკრაინისთვის" ფარგლებში ევროკავშირი ქვეყანას 17.4 მილიონ ევროს გამოუყოფს", - წერია განცხადებაში.

პროექტს ესტონური ელექტრონული მართვის აკადემია უხელმძღვანელებს.


close დახურვა