logo
ENG



ევროკავშირის ელჩი ოცნებასთან მომხდარ დაპირისპირებაზე: დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა

03 დეკ 201912:06
3 წუთის საკითხავი
 
70av3jv36xvt22w.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, „ქართული ოცნების“ ოფისთან 2 დეკემბრის ღამეს განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც ჟურნალისტებთან ჰარცელმა განაცხადა, ძალადობას წინ დიალოგის მეშვეობით უნდა აღუდგნენ მხარეები. ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ჩაინიშნება.

„ევროკავშირი სხვებთან ერთად ხელს უწყობს დიალოგს. დიალოგის მეშვეობით მოხდა აზრების გაცვლა. ველოდებით რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა. სწორედ დიალოგის საშუალებით შეგვიძლია აღვუდგეთ ძალადობას. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, სავარაუდოდ, ის უახლოეს მომავალში ჩაინიშნება“, - განაცხადა ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


close დახურვა