უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50-მილიარდიან დახმარებას, რასაც გარკვეული დეტალები ახლავს - ორბანის მოთხოვნის გათვალისწინებით, ტრანშს პერიოდულად განიხილავენ, რაც მის ყოველწლიურად დამტკიცებას გულისხმობს. ამასთან, შეთანხმებაში შევიდა ფორმულირება, რომ 2 წლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში. პაკეტს გადახედავენ. სწორედ ამ კომპრომისით გახდა შესაძლებელი უნგრეთის პრემიერთან შეთანხმება. კიევი კმაყოფილია, დახმარების პირველ ნაკადს უკრაინა მარტში მიიღებს. თამარ ჭავჭავაძე შეაჯამებს ევროკავშირის სამიტს.
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება
01 თებ 202420:32
3 წუთის საკითხავი