logo
ENG



ევროკავშირის მისია ცხინვალის საავადმყოფოში ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

30 ოქტ 201908:29
3 წუთის საკითხავი
 
3ztgily2mdqocz7.jpg

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. განცხადების აღნიშნულია, რომ მსგავსი ტრაგედია აჩვენებს, რა უარყოფითი შედეგები მოაქვს გადაადგილების შეზღუდვას მოსახლეობისთვის. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა სწრაფ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

„მომდევნო სირთულეების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას, რათა ინდივიდუალურ შემთხვევებში, ჰუმანიტარული ფაქტორი გადამწყვეტი იყოს", - ვკითხულობთ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 70 წლის მარგო მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალს ინსულტი ჰქონდა, თუმცა ის ახალგორის ბლოკპოსტზე არ გადმოუშვეს, ცხინვალიდან კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვიან ჩავიდა. 


close დახურვა