ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ნორვეგია შეუერთდა.
გარდა ამისა, ნორვეგიამ პერსონალური სანქციები დაუწესა 7 კომპანიას და 30 ადამიანს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის მოწყობაში მონაწილე პირებს.
საერთო ჯამში, სიაში ახლა 1260 ადამიანი და 115 კომპანიაა. ნორვეგიამ ასევე შეიტანა ცვლილებები კანონში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა.
ნორვეგიის პორტებში შესვლის აკრძალვა გავრცელდება რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში რეგისტრირებულ ყველა გემზე, გარდა სათევზაო გემებისა სამ პორტში - ტრომსოში, კირკენესსა და ბოსტფიორდში.
"ჩვენ ასევე შევქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ენერგორესურსებზე ფასების ლიმიტის პოტენციური შემოღებისთვის მომავალში," - ნათქვამია განცხადებაში.
ოქტომბრის დასაწყისში, ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი.