ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი.
ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის თავმჯდომარემ, ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასრულებს დაპირებებს.
"ჩვენ ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ ფუნქციონირება გააგრძელოს, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად," - თქვა ევროკავშირის თავმჯდომარემ.
სტანიურას თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური საბჭოს მომდევნო სხდომებზე ის ინიციატივას დააყენებს დარჩენილი 3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე სწრაფი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაიანას შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით გადაეცემა. როგორც ევროკავშირის საბჭო განმარტავს, ეს არის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებაც ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა, ევროსაბჭომ კი ივნისში დაამტკიცა.