logo
ENG



ევროკავშირის საელჩოსთან ძალადობრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს, მათ EU-ს დროშის დაწვა სურდათ

06 ივნ 202217:12
3 წუთის საკითხავი
 

პუტინისტურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს.

ანტიდასავლური ჯგუფები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ და ადგილზე შესაბამისი შინაარსის ბანერიც ჰქონდათ მიტანილი.

ადგილზე სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშის დაწვა დააპირებს. პოლიციამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სულ 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი. მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ფორმულას ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილებს ევროკავშირის დროშის გარდა, ელჩების ფოტოების დაწვაც სურდათ.


close დახურვა