ლუქსემბურგში ბრექსიტის საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენლის, მიშელ ბარნიეს, განცხადებით, ამ კვირაში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ის ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
მოლაპარაკებებში მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის მინისტრი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია. მისივე თქმით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთობლივი მუშაობისთვის მეტი სივრცე სჭირდებათ.
არსებული გეგმის თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ჯერ არ არის შეთანხმებული გარიგება, რომელშიც ოფიციალური ლონდონის ახალი წინადადებებია შესული.