logo
ENG



ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

17 ნოე 202113:28
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება წაართვეს და ეს საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიგოს.

"ჩვენი შევიკრიბებით კიდევ ძალიან ბევრ ადგილას და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი. არ მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას", - თქვა ექიმმა ვატო სურგულაძემ.

სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.


close დახურვა